ჩვენს შესახებ
რესტორანი „Piano“ მდებარეობს თბილისის გულში — იქ, სადაც ქალაქის დინამიკა ერწყმის დახვეწილ იტალიურ გასტრონომიას. აქ ყოველი დეტალი გააზრებულია: ავთენტური ინგრედიენტების შერჩევიდან დაწყებული, კერძების ისეთი წარმოდგენით დასრულებული, რომელიც იტალიის ნამდვილ გემოს გადმოსცემს. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები მოდიან განწყობისთვის, გემოსთვის და პატარა გასტრონომიული მოგზაურობისთვის.
ჩვენი შეფ-მზარეული
ჩვენი შეფის პროფესიული გზა კულინარიაში 19 წლის ასაკში, იტალიაში დაიწყო, სადაც მან განათლება ბოლონიაში მიიღო და პრაქტიკა გაიარა რიჩონესა და რიმინის პრესტიჟულ სასტუმროებსა და რესტორნებში, მუშაობდა შეფის პოზიციაზე. სწორედ იქ ჩამოყალიბდა მისი პროფესიული ფილოსოფია — ტექნიკური სიზუსტე, დისციპლინა, ტრადიციების პატივისცემა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტები. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მან დააარსა რესტორანი „Piano“ და დღეს, როგორც ბრენდ-შეფი, აგრძელებს ავთენტური იტალიური კულინარიული კულტურის განვითარებას თანამედროვე ფორმატში.
ჩვენი გუნდი
  • Kakha
    დამფუძნებელი,ბრენდ-შეფი
  • Ekaterine
    დამფუძნებელი, დირექტორი
  • Elina
    მენეჯერი
  • Inga
    მენეჯერი
  • Mariami
    სუ-შეფი
  • Alexandre
    მზარეული
  • Mancho
    სერვისი
  • Tamar
    სერვისი
  • Giorgi
    სერვისი
  • Nikolozi
    ბარმენი
  • Lali
    დიასახლისი
  • Lela
    დიასახლისი
გალერეა
შეგვიფასეთ ჩვენი რესტორანი
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია
კონტაქტი
+995 322 98 30 08
pianotbilisi@gmail.com
G.Tabidze 14, Tbilisi, Georgia